რუსეთია დამნაშავე თითოეული უკრაინელის მკვლელობაში, თუმცა პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზეა, რომლებიც დასავლეთში, კაბინეტებში, აუცილებელ გადაწყვეტილებებს აგვიანებენ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს ისევ ცის ჩაკეტვას სთხოვს და ამბობს, რომ ადამიანების სიკვდილში რუსეთია დამნაშავე, თუმცა პასუხისმგებელია ყველა, ვინც გადაწყვეტილებას აგვიანებს:
"რუსეთია დამნაშავე იმ თითოეული უკრაინელის მკვლელობისათვის რომელიც ამ ომს ემსხვერპლა, თუმცა პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზეა, რომლებიც სადღაც დასავლეთში, თავის კაბინეტებში - აუცილებელ გადაწყვეტილებებს აგვიანებენ. იმ ადამიანებზე ვინც ამ დრომდე არ უზრუნველყო უკრაინის ცის უსაფრთხოება.
ასი ათასობით ადამიანი საზღვრისპირა რეგიონებში სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზეა. სრული ამ სიტყვით მნიშვნელობით, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე და არა ისე როგორც იმ ადამინების კომენტარებში ისმის რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვითმფრინავების გადმოცემას გვპირდებიან.
ძალიან ბევრი შეთანხმება ვნახე რომ დაგვეხმარებოდნენ, მათ შორის მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე, მაგრამ არაფერი! მაგრამ ლოდინის დრო აღარ გვაქვს, მარიუპოლს დრო არ აქვს. ოკუპანტებს უნდათ რომ ჩვენი ადამიანები დაიხოცონ, რაც უკვე არაერთხელ გააკეთეს. თითოეულ ჩვენგანი მათ მკაცრ პასუხს აგებინებს და გაასამართლებს." ამბობს ზელენსკი.
კომენტარი