თბილისის მერის არჩევნები - IPSOS-გლობალის ეგზიტპოლის მიხედვით ნიკა მელია ლიდერობს
"მთავარი არხის" დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.
ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ხმათა 40,8 % მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა კახა კალაძემ კი 40,2%.
შედეგები ასეთია:
ნიკა მელია - 40,8 %
კახა კალაძე - 40,2 %
გიორგი გახარია - 8,7 %
ანა დოლიძე - 3,5 %
ანა ბიბილაშვილი - 2,6%
კომენტარი