3 ივლისამდე წვიმიანი ამინდები საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერი კი, +32, +34 გრადუსამდე გათბება.
კომენტარი