სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროექტი "საზოგადოებრივი ფორუმი და დიალოგი"

პროექტის "საზოგადოებრივი ფორუმი და დიალოგი" ფარგლებში ხვალ თემაზე "მედიის ფინანსური თავისუფლება, მდგრადობა, მართვის შესაძლებლობები და პრობლემები" საჯარო დისკუსია გაიმართება.

საჯარო დისკუსიაზე მოხსენებით გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი ლაშა ტუღუში წარსდგება.

შეხვედრაზე განხილული იქნება, კერძოდ, რამდენად კონკურენტულია მედიაგარემო საქართველოში, რა მოცულობისაა და რამდენად ხელმისაწვდომია ფინანსები, რამდენად აქტიურ როლს ასრულებს სახელმწიფო მედია-ბიზნესში, როგორია მედიის საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო და რამდენად იცავენ მას.

ცნობისთვის, პროექტს USAID-ის დაფინანსებით "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" (GIPA) და "პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი" ( PMCG) ახორციელებენ.

პროექტის მიზანს სხვადასხვა სექტორში არსებული პროექტების შექმნის პროცესში საზოგადოების ჩართულობის ამაღლება წარმოადგენს.

pirweli

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100