"რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს 4 შვილს მომავალი წაართვით" - ვიქტორ ჯაფარიძე მარკეტში ბოდიშის მოსახდელად მივიდა
"ოცნების" დეპუტატი, რომელმაც გუშინ მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა, მარკეტში ბოდიშის მოსახდელად მივიდა და ფორთოხლის ფულის გადახდა მოიწადინა, თუმცა იქ მას რუსულ კანონთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მაღაზიის მფლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბოდიშის მოსახდელად მოვიდა ხალხო, თქვენი ფორთოხალი ვისროლე და უნდა გადავიხადოო.
რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით-მეთქი…
რა წავრთვიოოო???
- მართლა არ მოელოდა ამ პასუხს რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ, მერე ვითომც მომისწრო და რაღაც მომენტში ვიდეოს გადაღებაც მომაფიქრდა, - წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელშ და ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და პარლამენტის შენობა გვერდითა გასასვლელიდან დატოვეს, ერთ-ერთმა მოქალაქე მას აედევნა და "მონას" ეძახდა.
ამ დროს დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე, მანქანიდან გადმოვიდა, მარკეტიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.
კომენტარი