9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს შესაძლოა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და გულახდილი საუბარი მოგიწიოთ მომავალ გეგმებზე. ამ შეხვედრამ შეიძლება ბიძგი მისცეს თქვენს კარიერულ წინსვლას, იყავით ფხიზლად და ყურადღებით.
კურო
დღეს სხვების პრობლემების მოგვარებით იქნებით დაკავდეთ და შესაძლოა საკუთარი საქმეები ამის გამო გვერდზე გადადოთ. თუ წვრილმანებზე არ იქნებით ორიენტირებული ყველაფერს მოასწრებთ და არც პირად საქმეებს დააზარალებთ.
ტყუპები
თავი ხელში აიყანეთ და შეეცადეთ მოთოკოთ ემოციები, რადგან ზედმეტი მგრძნობელობა და ნერვიულობა ცუდად აისახება თქვენს სამუშაო გარემოზე, შესაბამისად გაჭიანურდება სასურველი შედეგების მიღება.
კირჩხიბი
შესაძლოა დღეს ვიღაც დაინტერესდეთ თქვენი ახალი საქმიანობით, მაგრამ ეს ნუ შეგაშფოთებთ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაავრცელებთ საინტერესო თემებზე, მით უფრო მიუახლოვდებით მიზანს.
ლომი
გამოფხიზლდით და გათავისუფლდით სტერეოტიპული აზროვნებისგან, ახალი ხედვა დაგეხმარებათ მიაგნოთ ახალ გზებს. მიმოიხედეთ ირგვლივ და მიჰყევით სამყაროს დიდებულ სვლას.
ქალწული
ნუ იჩქარებთ, მოთმინებით დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, შესაძლოა მოლაპარაკებების დროს რაიმე ხრიკი მოგიწყონ თქვენი ყურადღების მოსადუნებლად ან შეეცადონ წყობიდან გამოგიყვანონ.
სასწორი
თქვენი ახალი იდეები და ბიზნეს პროექტები დიდ დაინტერესებას გამოიწყევს შესაბამის სფეროში, ხოლო მათი რელიზებით და მიღებული შედეგებით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს.
მორიელი
დამღლელი, უამრავი საქმით დატვირთული დღეა, თუცა ამავე დროს საინტერესოც თავისი მოულოდნელობებით. ფიზიკური და ემოციური ძალების აღდგენას მხოლოდ კარგი დასვენებით მოახერხებთ ყოველგვარი პრეპარატების გარეშე.
მშვილდოსანი
დღევანდეი დღე შანსს მოგცემთ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა, ამისთვის კი მხოლოდ საკუთარი ძალებს და საკუთარ გონების კარნახს უნდა მიჰყვეთ და არ ელოდოთ სხვათა შემოთავაზებებსა თუ დახმარებას.
თხის რქა
თქვენი დღევანდელი ფსიქოემოციური მდგომარეობა ხელს არ უწყობს სერიოზული საქმეების გადაწყვეტას, მცირედმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა ან ნათქვამმა კრიტიკულმა ფრაზამ შესაძლოა დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს.
მერწყული
ნუ აჰყვებით ილუზიებს და თავს ნუ მოიტყუებთ, თვალი გაუსწორეთ პრობლემებს და ეძიეთ მათი გადაჭრის გზები. თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები, მოიფიქრეთ ეფექტური სვლა, გათავისუფლდით ნეგატიურად განწყობილი ადამიანებისგან.
თევზები
დღეს აქტიურ პოზიციაში ნუ იქნებით, ენდეთ ინტუიციას, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს.
კომენტარი