სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თანამედროვე მუსიკის დღეები გრძელდება - ბათუმი MANOLO “The Voice of the Gypsiess” უმასპინძლებს

”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება. ამჯერად, 6-9 აგვისტოს ბათუმში, პროექტის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეები გაიმართება. ზღვისპირა ქალაქი უცხოელ და ქართველ თანამედროვე შემსრულებლებს უმასპინძლებს.

7 აგვისტოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტები MANOLO “The Voice of the Gypsiess” უმასპინძლებს. ამავე დღეს, საფესტივალო კლუბში კი VIVA Brasil-ს შოუ გაიმართება.

მანოლო “Chico & the gypsies” - ს ყოფილი ვოკალისტი და მუსიკის ამ ჟანრის ერთ-ერთი უნიკალური ლეგენდაა. დისკით, რომლის ავტორი, კომპოზიტორი და მომღერალი თავად მანოლოა, ბოშა მეგობრებთან ერთად შეძლო მთელი მსოფლიო აეცეკვებინა და 200,000 ალბომზე მეტი გაეყიდა. მანოლო უკვე თითქმის 20 წელია რაც მსოფლიოს მასშტაბით(პარიზი, ნიუ-იორკი, ბუენოს აირესი, ტოკიო, მოსკოვი, არაბეთის ემირატები და ა.შ.) მოღვაწეობს და ასევე მრავალ პრესტიჟულ კერძო საღამოებზეც მონაწილეობს. 2010 წელს მანოლო გამოეყო ბენდს და ჩამოაყალიბა საკუთარი ანსამბლი “Manolo et ses Gitans”, რამაც საშუალება მისცა თავისი შესაძლებლობები უფრო მასშტაბურად გამოემჟღავნებინა.

მანოლო 100 პროცენტიან ბოშურ მუსიკას, ბოშების საუკეთსო ჰიტებს, გიტარისა და ვოკალის სახასიათო ჟღერადობითა და რითმებით გთავაზობთ. ასევე Gipsy Kings -ის რეპერტუარს, როგორიცაა Bamboleo, Djobi Djoba, Volare და ა.შ. მანოლოს კონცერტზე არავინ მოიწყენს, მოწვეული მოცეკვავების თანხლებით მისი ყოველი წარმოდგენა ნამდვილი წვეულებაა.

გელით, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე 20:00 საათზე. დასწრება უფასოა!

მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე მუსიკის დღეებმა სტარტი 6 აგვისტოს, კახაბერი და ხანუმების კონცერტით აიღო. თანამედროვე მუსიკის კვირეულში ასევე მონაწილეობენ რომა რცხილაძე და მისი ბენდი +995, უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი „ოკეან ელზი“ და ინგლისური ალტერნატიული როკ ბენდი „ტოპლოადერი“. კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, 20:00 და 21:00 საათზე გაიმართება.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100