სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰიპერ მარკეტ გუდვილმა ტოპ 10-ი ლოიალური მომხმარებელი დაასაჩუქრა

19 დეკემბერს ჰიპერმარკეტმა "გუდვილმა" ლოილური მომხმარებლებიდან არჩეულ 10 ადამიანს "გუდვილის" დიდი დიღმის ფილიალში უმასპინძლა.

მომხმარებლები "გუდვილის" ბონუს-ბარათის მფლობელთა სიიდან აირჩნენ. ლოიალურ მომხამერებლებს კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი შეხვდა და სასაჩუქრე კალათები გადასცა.

გაიჭრა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული საზეიმო ტორტიც. გარდა ამისა, გიორგი ხაბაშვილი გაესაუბრა ლოიალურ მომხმარებლებს და მათი მოსაზრებები მოისმინა კომპანიის შესახებ.

შეგახსენებთ "გუდვილი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს უდიდესი კომპანიაა. იგი არამხოლოდ სავაჭრო, მწარმოებელი კომპანიაცაა.

"ჩვენ მომხმარებელები დავპატიჟეთ "გუდვილში" იმისთვის რომ გვესაუბრა მათ შეხედულებებზე, მათ სურვილებზე რა არის გასაუმჯობესებელი.იმიტომ რომ, ჩვენ მუდმივად ორიენტირებული ვართ ხარისხზე, მომხმარებელზე და იმაზე, რომ მომხმარებლისაგან მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა შეიძლება გამოსწორდეს და რა შეიძლება გაკეთდეს უფრო უკეთესად იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი იყოს"-განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა.

"ჩემთვის სიურპრიზი იყო. ნამდვილად ძალიან გამიხარდა. უკვე წლებია "გუდვილში" დავდივარ. იმიტომ რომ, აქ არის პროდუქცია, რომელიც ქალაქში იშვიათად სადმე სხვაგან იყოს და მომსახურება, რომელიც ძალიან კარგია"- "გუდვილის" ლოიალური მომხმარებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100