„ნასას“ ახალი პროექტი
ახალი ამერიკული კოსმოსური ხომალდის აგება „ორიონის“ ბაზაზე მოხდება, რომელზე მუშაობაც 2010 წლის თებერვალში შეწყდა. სამუშაობს კომპანია Lockheed Martin აწარმოებს.
პროექტის სახელწოდებაა „მრავალმიზნობრივი პილოტირებული ხომალდი“. მის შესაძლებლობაში იქნება ოთხი ასტრონავტის კოსმოსში გაყვანა, 21 დღის განმავლობაში. დედამიწაზე დაბრუნებისას, ხომალდი წყნარი ოკეანის ზედაპირზე დაჯდება. ამ ინფორმაციებს „ნასა“ ავრცელებს.
ხომალდზე მუშაობის დაწყებისას, ვარაუდობდნენ, რომ „ორიონი“ პროექტ „შატლს“ ჩაანაცვლებდა და ადამიანის ორბიტაზე და მთვარეზე გასაყვანად და მარსზე ფრენებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ხომალდის პირველი გაფრენა 2014 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა 2010 წლის თებერვალში, პროექტი დაფინანსების პრობლემების გამო შეწყდა.
წელს, აშშ, პროგრამაზე მუშაობის და სხვა გარკვეული მიზეზების გამო, ასტრონავტების კოსმოსში გაშვების საშუალებების გამო რჩება. ამიტომ ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასაგზავნად რუსული კოსმოსური ხომალდების გამოყენება მოუწევს.
კომენტარი