სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს 15 პირი სასტიკად გაუსწორდა
თავდასხმა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობზე - სასტიკად ნაცემი, გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით მსახიობი კლინიკაშია მოთავსებული. საბა უგრეხელიძეს ქალაქის ცენტრში 15 პირი გაუსწორდა. თავად დაზარებულისთვის უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ანგარიშსწორება ორგანიზებლი იყო. ყაზბეგის გამზირზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარი