Christie's აუქციონზე კოსმოსში დაძველებული ღვინის ბოთლი იყიდება
Christie’s აუქციონზე ფრანგული ღვინის Petrus-ის ბოთლი იყიდება, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წელიწადზე მეტი გაატარა. ამის შესახებ France 24 წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ კოლექციონერებმა ერთ ბოთლში შესაძლოა მილიონ დოლარამდე გადაიხადონ. აუქციონიდან მიღებული თანხა კოსმოსში დაძველებული ღვინის შემდგომი კვლევებს მოხმარდება.
საუბარი 2000 წლის მოსავლის ფრანგული ღვინის 12 ბოთლიდან ერთზეა, რომლებიც 2019 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ის რაკეტით გააგზავნეს. ბოთლები სადგურზე 438 დღისა და 19 საათის განმავლობაში ინახებოდა, 2021 წლის 14 იანვარს კი ღვინო დედამიწაზე SpaceX Dragon-ის კაფსულით დააბრუნეს, რის შემდეგაც მისი დეგუსტაცია გაიმართა.
კომენტარი