სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი სამართალდამცავების მიერ გათავისუფლებული მძევლები ოჯახებს დაუბრუნდნენ

სოფელ ლაფანყურას მკვიდრი ხუთი ახალგაზრდა, რომლებიც გუშინ ქართველმა სამართალდამცავებმა მძევლობიდან გაათავისუფლეს, ამ დროისათვის სახლებში იმყოფებიან. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიაწოდეს.

ჯერჯერობით გათავისუფლებული მძევლების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

სოფელ ლაფანყურას ხუთი ახალგაზრდას, ლერი ხუცურაულის, ლევან გარაშვილის, ბესიკ მიჯახკაშვილის, ტატო ღაღოლიშვილისა და თამაზ გამიერაშვილის გაუჩინარების შესახებ ცნობები 27 აგვისტოს გავრცელდა. მათი პოვნა კი 28 აგვისტოს მოხერხდა.

შედეგად აუცილებელი გახდა საქართვლო-რუსეთის საზღვარზე ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელება. ქართველმა სამართალდამცავებმა მძევლების გათავისუფლება მოახერხეს. ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა 3 ქართველი სამხედრო მოხელე და ლიკვიდირილებული იქნა 11 დივერსანტი. ექვსი მათგანი ამ დრომდე ალყაშია მოქცეული, ისინი დანებებაზე უარს ამბობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100