ქუთაისში მაღაზია გაძარცვეს- ქურდებს მაღაზიაში ხელჩანთა დარჩათ
ქუთაისში მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე დილით მოხდა. მაღაზიის მფლობელის თქმით, დილით ხმაური გაიგონა, გამოვიდა და მაღაზიის კარი გატეხილი დახვდა.
მისი ინფორმაციით, წაღებულია 250 ლარამდე თანხა და სავარაუდოდ, პროდუქტი, რომლის დადგენაც ახლა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ქურდებს მაღაზიაში ხელჩანთა დარჩათ. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, დაწყებულია გამოძიება.
კომენტარი