სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სი-ტი პარკის“ ადვოკატები კახა კალაძეს სახელმწიფოში მოქმედი სამართლებრივი წესების პატივისცემისკენ მოუწოდებენ

21 მარტს, 10:30 საათზე, თბილისის მერიაში (მის: შარტავას #7 ) კომპანიასი-ტი პარკისადვოკატები ნათია წკეპლაძე და ალექსანდრე იოსელიანი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე განცხადებით მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სიტი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2018 წლის 10 აპრილი განისაზღვრა.

„რადგან შპს „სი-ტი პარკი“ ახორციელებს სასამართლო წესით უფლების დაცვას, მათ შორის, კანონით დადგენილ ვადაში აუცილებლად გაასაჩივრებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, სამართლებრივი პერსპექტივების მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით, დედაქალაქის მერს ვთავაზობთ, სახელმწიფოში მოქმედი სამართლებრივი წესების ჯეროვანი პატივისცემის მიზნით, მინიმუმ, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის თარიღი გადაავადოს სასამართლო დავის განხილვა-გადაწყვეტამდე. ჩვენის მხრივ, კვლავ ვადასტურებთ, რომ არ ვეთანხმებით მუნიციპალიტეტის მთავრობის არც ერთ გადაწყვეტილებას ჩვენი მარწმუნებელი კომპანიის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე, ამავდროულად, ჩვეულებისამებრ, გამოვხატავთ სრულ მზადყოფნას დედაქალაქის თვითმმართველობასთან კოორდინირებული საქმიანობის, მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის გონივრული განსაზღვრის საკითხში,“ - ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100