სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოციალური კამპანია - „დაუთმე ადგილი“

სამარშრუტო ტაქსებს ონლაინ სესხების კომპანია „სისი ლოუნის“ სოციალური კამპანია იპყრობს. თბილისის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსების საზურგეებზე საინტერესო და ორიგინალურ ფრაზებს შეხვდებით: „დაუთმე ადგილი მოხუცს“; „დაუთმე ადგილი ბავშვიანს“; „დაუთმე ადგილი ორსულს“.

სოციალური კამპანიის მთავარი მიზანია მგზავრებს მიანიშნოს, რომ სასურველია ადგილი დაუთმონ მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ. სამარშრუტო ტაქსებით მოსარგებლე ადამიანებისთვის, ეს სიტუაცია მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ადგილის დათმობა ერთ-ერთი გზაა ადამიანებს შორის კეთილგანწყობა გამყარდეს.

ონლაინ სესხების კომპანია „სისი ლოუნისთვის“ მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა, ამას სამარშრუტო ტაქსებში მეორე სახის რეკლამაც მოწმობს: „გაგიმართლა, ფანჯარასთან ზიხარ“, მგზავრების განწყობის შექმნაზეა ორიენტირებული. სამარშრუტო ტაქსებში რთულია მგზავრების დიდი რაოდენობის გამო სასურველი ადგილი შეგხვდეს და მითუმეტეს ფანჯარასთან მოთავსდე. საქმიანი დღის დასაწყისში ან დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ამ ტიპის ფრაზის წაკითხვა ნამდვილად იმოქმედებს თქვენ განწყობაზე.

კომპანიამ მგზავრების სიგრილეზეც იზრუნა და გაამხნევა ის მგზავრები, რომლებსაც სამარშრუტო ტაქსების უკანა რიგებში სიცხე და უჰაერობა აწუხებთ. „მოითხოვე სიგრილე“ ცხელ სეზონზე ყველაზე აქტუალური ფრაზაა, კომპანიისგან კი საჭირო და სასარგებლო რჩევა.

ონლაინ სესხების კომპანია აგრძელებს სოციალურ კამპანიებს და მომხმარებელს საინტერესო სიურპრიზებს სთავაზობს. ვინ იცის, კიდევ სად შეგხვდებათ სასარგებლო რჩევები „სისი ლოუნისგან“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100