სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლოთია... ცოლს დანა კისერში ჩაარტყა, ქალი სისხლისგან დაიცალა" - სამტრედიაში მომხდარი საზარელი მკვლელობა

სამტრედიაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ "ნიუპოსტი" დამატებით დეტალებს იტყობინება. მოკლულია 47 წლის ქალი. გამოძიების ინფორმაციით, 32 წლის ქმარმა, ცოლს ცივი იარღით ყელი გამოჭრა.

გარდაცვლილი ზესტაფონის რაიონიდანაა და 2 წლის წინ დაქორწინდა. რაც შეეხება ბრალდებულს, ის სავარაუდოდ მკვლელობის ჩადენის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

"ეგ კაცი ლოთია, სულ მთვრალი იყო და ცოლს სისტემატიურად შეურაცხყოფას აყენებდა. დანა აქვს კისერში ჩარტყმული. სისხლისგან დაიცალა"- ამბობს მოკლულის ნათესავი.

მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტი გახდა. მამაკაცი დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით,კაცი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100