სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 ოქტომბერს ქუთაისში წვიმა და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. მესტიაშიც წვიმა და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა. +18 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. გორშიც იწვიმებს. +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. წვიმაა მოსალოდნელი გუდაურშიც, დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თბილისში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100