სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურჯაანში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - აქციის მონაწილეებმა მორიგი ბარიკადის გარღვევა სცადეს

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად გურჯაანის ცენტრში, პოლიციის მორიგი ბარიკადის გარღვევას ცდილობს.

მას შემდეგ რაც მათ შეძლეს, ერთ-ერთი კოლონის გარღვევა და საპატრულო პოლიციის მანქანის გადაყვანა, პოლიციამ მეორე ბარიკადი მოაწყო, სწორედ მის გარღვევას ცდილობენ ამ წუთებში აქციის მონაწილეები.

„ჩვენ ახლა ვითხოვთ წესრიგის აღდგენას, ახლა რასაც აქ აკეთებს ხელისუფლება ეს არის უკანონობა. თითქმის ნახევარზე მეტი გზა გავათავისუფლეთ, დაგვრჩა ბოლო მონაკვეთი ამასაც გავათავისუფლებთ და წავალთ. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებას დავიცავთ ბოლომდე. ვხედავთ რომ თვითონ მოდიან ყველანაირ პროვოკაციაზე, გომბორი დაგვიკეტეს, აქ მოვედით დაგვიკეტეს. ეს არის პირდაპირ მცდელობა იმისა რომ რამენაირი პროვოკაცია მოაწყონ,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდა.

თელავისაკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

აქციის მონაწილეები გზის გახსნას ცდილობენ, რის საშუალებასაც საპატრულო პოლიცია არ აძლევს.

საპატრულო პოლიციას ბლოკირებული აქვს მთავარი მაგისტრალი, მანამდე ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს გომბორის უღელტეხილზეც, ამიტომ მათ სვლა ალტერნატიული გზით განაგრძეს, თუმცა ჩუმლაყშიც მაგისტრალი გადაკეტილია.

აქციის მონაწილეები თელავისკენ გადაადგილებას ითხოვენ, რათა დაგეგმილი აქციის გამართვა შეძლონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100