სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ სურს მოროშკინას მცხეთაში ჩაცმის წესების შეცვლა?

სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში მცხეთაში გადაღებულ ფოტოსა და ვრცელ კომენტარს აქვეყნებს. ფოტოზე მცხეთაში დაწესებული ჩაცმის წესების განმარტვის მიზნით გაკეთებული აბრაა აღბეჭდილი, საკუთარ კომენტარში კი მოროშკინა შემდეგ პოზიციას აფიქსირებს:

„გუშინ მცხეთაში უცხოელ კინემატოგრაფისტთა ჯგუფს ვმასპინძლობდი, ისინი დაინტერესდნენ საქართველოთი და საპიარო ფილმს იღებენ, ჩვენს კულტურაზე და გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობაზე.

სვეტიცხოველში მისულებს ეს აბრა დაგვხვდა გამოკრული. სამწუხაროდ ჩემი სტუმრები, როგორც უცხოელებს სჩვევიათ 30 გრადუსიან სიცხეში მოკლე შარვლებში იყვნენ და ტაძარი ვერ დაათვალიერეს.ანალოგიურ გაუგებრობაში ჩავარდა ტურისტთა ნაკადი, რომლებიც სვეტიცხოვლის ტერიტორიას გულდაწყვეტილები და გაკვირვებულები ტოვებდნენ.

იმედს გამოვთქვამ, რომ ტურიზმის დეპარტამენტი და საპატრიარქო მივლენ კონსესუსამდე და ზაფხულის სეზონზე მაინც მოხსნიან აკრძალვებს სეზონურ ტანსაცმელზე!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100