მოძალადე ჯგუფები და მათი ახლობლები ჟურნალისტებს სასამართლოს ეზოში უპირისპირდებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, დარბაზში მიმდინარე პროცესის პარალელურად ხმაურია. სასამართლოს ეზოში, იქ მომუშავე ჟურნალისტებს ამჯერად 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეების ახლობლები უპირისპირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილზე იმყოფებიან ალტ ინფოს დამფუძნებლებიც. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოს შიგნით კი სწორედ მოძალადეების პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან.
კომენტარი