სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"აპირებენ ნიკა მელიას დაპატიმრებას" - წერილი იზოლატორიდან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ონიანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს ავრცელებს.

ონიანი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკა მელიასთვის პროვოკაციის მოწყობასა და მის დაკავებას აპირებენ.

"ხელისუფლების მიერ ოპოზიციურად განწყობილი პირების, მათ შორის ჩემი უკანონო დაკავებები ცხადყოფს მათ აგონიაში ყოფნას და იმ ბოლო წუთებს, რომლებსაც ითვლიან, თუმცა უფრო მთავარია ის ინფორმაცია, რომელიც ძალიან სანდო წყაროსგან მივიღე.

აპირებენ ნიკა მელიასთვის პროვოკაციების მოწყობას და მის დაპატიმრებას. ფიქრობენ, რომ ამით შეაჩერებენ იმ მუხტს, ბრაზს და აქტივობებს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

მივმართავ ყველა აქტივისტს და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტს არ დაუშვათ ზემოაღნიშნული და გავაასმაგოთ მიხეილ სააკაშვილის და ქვეყნის მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლა. უახლოეს მომავალში შემოგიერთდებით", - წერს გოგა ონიანი.

ცნობისთვის, გოგა ონიანი დღეს, 10 ნოემბერს, სუს-თან მიმდინარე აქციაზე დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100