სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გვამები ქუჩაში ყრია, მიცვალებულებს ბანანის ყუთებში ვკრძალავთ, რადგან კუბოები არ არის, ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ უარესი სიტუაცია გველის წინ"

ეკვადორი მზად არ აღმოჩნდა კორონავირუსთან საბრძოლველად. საავადმყოფოები გადაიქცნენ ინფექციის წყაროდ, ხოლო მორგები გარდაცვლილებს ვერ აუდიოდნენ. ოჯახები მკვდრებს სახლში ვერ აჩერებდენ, რადგან ინფექციის ეშინოდათ, ამიტომაც გვამები ქუჩაში გამოიტანეს და მზეზე დაყარეს. ქვეყანაში ასევე შეიქმნა კუბოების პრობლემაც, რადგან ისინი არასაკმარისი იყო, ამიტომაც გარდაცვლილები ბანანებისა და კრევეტებისთვის განკუთვნილ მუყაოს ყუთებში დაკრძალეს.

სასოწარკვეთილებაში მყოფი ხალხი დახმარებას ითხოვს ხელისუფლებისგან, მაგრამ ჩინოვნიკები მხოლოდ იმას აღიარებენ, რომ მომავალში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება.

გასულ კვირას, ქუჩებში დარჩენილმა გვამების ფოტოებმა, ასევე საავადმყოფოების დერეფნებში და სახლების ეზოში, ადგილობრივი სოციალური ქსელები მოიცვა.

ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში, ეკვადორელებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ქალი, სახელად გაბრიელა ორელანა, ცრემლით სთხოვს მთავრობას, რომ ქმრის ცხედარი მორგში წაიყვანოს. ”ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ მიპასუხოთ, სად არის ყველა ეს მომსახურება? მათ მითხრეს, რომ მოვიდოდნენ და წაიყვანდნენ, მაგრამ მათ მე მომატყუეს ... ერთადერთი, რასაც გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ ჩემმა ქმარმა ღირსეულად დატოვოს ეს სამყარო! გთხოვთ, ნუ დატოვებთ მას ქუჩაში მიტოვებულს ”- ამბობს გაბრიელა ვიდეოში.

ადგილობრივმა წარმომადგენელმა, ლორდ ფრიასმა, New York Times- ს განუცხადა, რომ ის ზედიზედ ხუთი დღის განმავლობაში ურეკავდა სასწრაფო დახმარებას მეზობლის ცხედრის ასაღებად და მხოლოდ მეექვსე დღეს წაიღო პოლიციამ ცხედარი.

”რაც ახლა ჩვენთვის ხდება, ნამდვილი კოშმარია და ვერანაირად ვერ გამოვფხიზლდებით”, - ამბობს იგი.

ანალოგიურ პრობლემას წააწყდა ედუარდო ხავიერ ჩავესი, რომლის მამა კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.

”ცხედარი სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა მისაღებ ოთახში და აზიანებდა ჩვენს ოჯახს. ჩვენ ყველას გვაქვს ვირუსი სიმპტომები, დიარეა, ცხელება, სხეულის ტკივილი. ჩვენ არ შეგვიძლია საავადმყოფოში დახმარების მიღება, რადგან თუ იქ წავალთ, კიდევ უფრო ინფიცირდება ორგანიზმი, ექიმებიც კი არ გაგვსინჯავენ. რაც აქ ხდება, არის ქაოსი. ჩვენ აქ ვკვდებით და არავინ არაფერს აკეთებს, რომ დაგვეხმაროს”,- ამბობს ედუარდო.

ოფიციალურად, ქვეყანაში ინფიცირებულია 7,6 ათასი ადამიანი, გარდაიცვლა დაახლოებით 370 ადამიანი, თუმცა, ამ ციფრების მოსახლეობას არ სჯერა და ამბობენ და ბევრად მეტი დაღუპული ჰყავთ, რომლის აღრისხვასაც სახელმწიფო ვერ ახერხებს.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100