სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დე მამა დამესიზმრა, ძალიან კარგად იყო და ვერ გავიგე, მეუბნებოდა ნათია ნერვიულობსო...სასწაულების გჯეროდეთო"

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს რომ მაშინ, როცა გოგიჩასგან ნიშანს ელოდა, მისმა ქალიშვილმა ნინიმ მამა სიზმარში ნახა.

ნათია ბანძელაძე ამბობს, რომ შობას სასწაულის გარეშე არ ჩაუვლია.

“სასწაულების და ყველაზე დიდი სიხარულის და სიკეთის შობას გილოცავთ !!! გჯეროდეთ სიყვარულის და სიკეთის ძალის!!! შობა გამიჭირდა ,რომ გავიფიქრე ,,შობა უშენოდ,, იმ წამსვე წავშალე გონებიდან და გავბრაზდი საკუთარ თავზე, თუმცა სევდა მაინც ვერ დავძლიე ,რაღაცნაირად სულ ვეძებდი და არსად არ იყო ნიშანი ,მერე ვთხოვე ჩემებურად, გამოჩენილიყო როგორც იცის ხოლმე ,მაგრამ მთელი ღამე და დღე მაკლდა… ვითომ გავებუტე კიდეც, მაგრამ როგორც ვიცოდი დიდხანს ვერ გავძელი და გადავწყვიტე ავსულიყავი მაინც იქ სადაც ყველაზე მეტად არ მეგულებოდა …. ტელეფონი ავიღე და ნინის წერილი მხვდება ,,დე მამა დამესიზმრა ,ძალიან კარგად იყო და ვერ გავიგე მეუბნებოდა ნათია ნერვიულობსო…”” სასწაულების გჯეროდეთ ,სიყვარულის გწამდეთ ! შობის სასწაულის გარეშე არც მე დავრჩენილვარ ! როცა გრძნობ არასდროს მთავრდება!!!! ,რწმენა ,სიკეთე ,იმედი და სიყვარული არ მოგშლოდეთ ადამიანებოოოო !!! მეტი სიკეთეოოოო გოგიჩამ ,ჩემი კეთილი ზღაპრის გმირმა… ბედნიერი შობა ახალი წელი ყველას”-წერს ნათია ბანძელაძე.

შეგახსენებთ, ტელეწამყვანი და ბავშვებისთვის საყვარელი გმირი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. მსახიობი მძიმე სენს ებრძოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100