ძაღლისგან დაკბენილი გოგონა ფასთ-ფუდიდან გააძევეს, რადგან გარემოს აუშნოვებდა. გაინტერესებთ რა მოხდა მერე?
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული ფასტ-ფუდი KFC სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ხმაური მას შემდეგ ატყდა რაც პიტბულის მიერ დაკბენილი გოგონა საკვები ობიექტიდან გამოაძევეს, რადგან კლიენტებისთვის მისი სახე უსიამოვნო სანახავი იყო.
როგორც ცნობილია 3 წლის ვიქტორია უილჩერი ბებიასთან ერთად რიგში იდგა, როდესაც მათ KFC - ის თანამშრომელი მიუახლოვდათ და განაცხადა „თქვენ მოგიწევთ წახვიდეთ, მისი სახე ჩვენს სტუმრებს ხელს უშლის“
ბებიას უხეში თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სურდა, მაგრამ შვილიშვილის ხათრით სწრაფი კვების ობიექტი დატოვა, რადგან პატარა გოგონას მისამართით შესაძლოა რაიმე კიდევ უფრო უარესი სიტყვები გაჟღერებულიყო.
„მთელი გზა ტიროდა სანამ სახლამდე მივედით“ - იხსენებს პატარა გოგონას ბებია.
ვიქტორია უილჩერს პიტბულის ჯიშის ძაღლი 2 წლის ასაკში დაესხა თავს და მძიმე ჭრილობები მიაყენა, ერთი წლის განმავლობაში გოგონამ არანაკლებ მძიმე ოპერაციებიც გადაიტანა.
მედიის დახმარებით ეს ისტორია სწრაფად გავრცელდა ფართო საზოგადოებაში, KFC -ს უკმაყოფილო მოქალაქეები საყვედურებით სავსე წერილებს უგზავნიდნენ. სწრაფი კვების ობიექტის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოიხადა, ვიქტორიას ოჯახს 30 ათასი დოლარიც შესთავაზეს, ეს თანხა გოგონას მკურნალობისთვისაა საჭირო. თუმცა ისტორიას საოცარი გაგრძელება მოჰყვა, ვიქტორიას ტრაგედიით შეძრწუნებული რიგითი მოქალაქეების შემოწირულობებით იმაზე მეტი თანხა შეგროვდა ვიდრე KFC მის ოჯახს სთავაზობდა.
კომენტარი