აშშ–ის სამხედრო თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა (VIDEO)
აშშ–ს სამხედრო–საჰაერო ძალების კუთვნილმა თვითმფრინავმა აფრენის მცდელობის დროს კატასტროფა განიცადა. შემთხვევა კალიფორნიის შტატში, ლოს–ანჟელესიდან 64 კმ–ს დაშორებით მდებარე პოიტ–მუგუს ავიაბაზაზაზე მოხდა.
ავიაბაზის წარმომადგენელთა თქმით, ინციდენტმა უმსხვერპლოდ ჩაიარა და მხოლოდ სამი ადამიანი დაშავდა. ჰაერიდან გადაღებულ ფოტოებში კარგად ჩანს, როგორ მოშორდა თვითმფრინავს კუდი, როცა მეხანძრეები ალმოდებული თვითმფრინავის ჩაქრობას ცდილობდნენ. ალმოდებული თვითმფრინავის ვიდეოკადრები რამდენიმე წუთის წინ "ბი–ბი–სი"–ს რუსულმა სამსახურმაც გაავრცელა.
კომენტარი