სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შიმშილობა ივანიშვილის სახლთან და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 20 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან შუახნის ქალბატონი შიმშილობს. იზოლდა კლაუ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და დახმარებას ითხოვს. კლაუ აცხადებს, რომ მას ბესარიონ ხვინთელიანმა 855 000 აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა. ხვინთელიანი დანაშაულისთვის სასჯელს იხდიდა, თუმცა მან სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. ხვინთელიანი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და იზოლდა კლაუსთვის ზარალის ანაზღაურებას არ აპირებს.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ქალბატონი შიმშილობის მჯდომარე აქციის გაგრძელებას გეგმავს.

"მომხმარებელთა ფედერაციამ" კარაქში კოლიბაქტერია აღმოაჩინა - "მომხმარებელთა ფედერაცია" ქართულ ბაზარზე რეალიზაციაში არსებული კარაქის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 12 დასახელების პროდუქტიდან სამის, მათ შორის "ბახმაროსა" და "გლეხურის" შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ ნორმებს და ცხიმიანობის პროცენტულ მაჩვენებლებს. კარაქ "რჩეულის" შემადგენლობაში კი "მომხმარებელთა ფედერაციამ" ნაწლავური ინფექციების გამომწვევი კოლიბაქტერიები აღმოაჩინა. "მომხმარებელთა ფედერაცია" კვლევის შედეგებს შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოს უგზავნის.

თავდაცვის სამინისტრო 11 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება იმ მოქალაქეს შეეძლებათ, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ. დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონულ მისამართზე უნდა გადააგზავნონ. შერჩეულ კანდიდატებს ტესტირებას გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩაუტარებენ, მეორე ეტაპზე კი მხოლოდ საუკეთესო ქულების მქონე კანდიდატები გადავლენ. ვაკანტური თანამდებობების შესახებ დეტალური ინფორმაცია http://hr.gov.ge/-ზეა განთავსებული.

უგულავა ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობების რეგიონალური კონგრსის პრეზიდენტს, ჰერვინგ ვან სტაას და კონგრესისი გენერალური მდივანს ანდრიას კიფერს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართვლოს რეგინალურ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები იყო. გიგი უგულავამ ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმრთველობების რეგიონალური კონგრესის პრეზიდენტს დეტალურად გააცნო ის ზეწოლის ფაქტები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებზე პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განხორციელდა. გიგი უგულავამ ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობების რეგიონალური კონგრესის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა იმ 9 წლიანი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმათველობების ინსტიტუტების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს.
"საქართველოში 9 წლიანი რეფორმების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობები. ახლა კი ამ პროცესს გაგრძელება, ადგილობივ თვითმმართველობებს კი გაძლიერება სჭირდება" განაცხადა თბილისის მერმა.

დღესვე თბილისის მერი სტარსბურგის ვიცე-მერს ნაველ რაფიკ ელმირს შეხვდა. სტრასბურგის მერიაში პირისპირ გამართულ შეხვედრაზე თბილისის მერმა საქართველოში თვითმართველობების ორგანოების წარმომადგენლებზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტბზე ისაუბრა. “მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი აქვს. იმედია ქვეყანა არ შეიცლის დასახულ მიზანს და არ იტყვის უარს ევროპულ კურსზე, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე" - განაცხადა შეხვედის შემდეგ სტრასბურგის ვიცე-მერმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფოთის პორტის თანამშრომლები უვადო გაფიცვისთვის ეზმადებიან. რვაპუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად პროფკავშირების თანამშრომლებმა პორტის ადმინისტრაციას სამდღიანი ვადა მისცეს. აქციის მონაწილეები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნებით პორტის თანამშრომლები გასული წლის ნოემბერშიც იყვნენ გაფიცულები. ნავსადგურის ადმინისტრაციის განცხადებით, მოთხოვნების ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია, ნაწილი კი ეტაპობრივად მოგვარდება.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების მოსახლეობამ, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოფელში არ არის წყალი, ბუნებრივი აირი, გზა, საბავშვო ბაღი, არ აქვთ პრივატიზებული მიწის ნაკვეთები და სახლები. აქციის მონაწილეები პრობლემების გადაჭრას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ. ნაგების მოსახლეობა სოფლის გზაზე "ჰაიდელბერგ ცემენტის" რუსთავის ქარხნის მანქანების მოძრაობასაც აპროტესტებს. მათი თქმით, სატვირთო მანქანები გზას აზიანებს და გადაადგილების პრობლემას ქმნის. აქციის მონაწილეები ეკოლოგიურ საფრთხეზეც საუბრობენ. მათ "ჰაიდელბერგ ცემენტის" სატრანსპორტო სამსახურის უფროსი შეხვდა და გზის შეკეთებას დაჰპირდა. აქცია უკვე შეწყდა, თუმცა სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტი გაგრძელდება.

შალვა ნათელაშვილის ინიციატივა. ლეიბორისტების ლიდერს სურს, რომ უნდა, რომ მთავრობის დათხოვნის შემთხვევაში, ქვეყანა მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა და წევრ-კორესპონდენტებმა მართონ. ნათელაშვილმა დღეს ახალი ინიციატივა ოფიციალურად გააჟღერა და ამ თემას ბრიფინგი მიუძღვნა. "შრომის პარტიის" ლიდერი აცხადებს, რომ მთავრობას ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი არ უნდა აკომპლექტებდეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს საინფორმაციო სააგენტო "გურია ნიუსის" ჟურნალისტი ტარიელ ცეცხლაძე სასამართლოში უჩივის. ჟურნალისტი, სასამართლოს საშუალებით, 2013 წლის 21 იანვარს ავთანდილ ბერიძის მიერ მის მიმართ გამოყენებული სიტყვების "ტყუილი" და "მატყუარას" უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლური თანხით 3 333 ლარის ოდენობით ითხოვს. ჟურნალისტის განმარტებით ბრიძის გაღიზიანება აჭარაში ნეპოტიზმის ნიშნით თანამდებობებზე დანიშნული პირების შესახებ მომზადებულმა სტატიამ გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100