სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისის პარტნიორობით Harvard Business Review-ს ახალი წიგნები გამოიცა

თიბისის, როგორც პროექტის წარმდგენისა და გენერალური პარტნიორობით საქართველოში Harvard Business Review-ს ახალი წიგნების ქართული თარგმანები გამოიცა. პროექტის მხარდამჭერია კომპანია ჯეპრა (Gepra). HBR-ს გზამკლევთა სერიას სამი ახალი წიგნი შეემატება:

1. HBR-ის გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის;

2. HBR-ის გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის;

3. HBR-ის გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში.

ახალი გამოცემების პრეზენტაცია 19 ნოემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში შედგება, სადაც გაიმართება საპანელო დისკუსია ბიზნეს ლიტერატურის, ბიზნეს განათლების, პროდუქტიულობისა და გუნდის მოტივაციის თემებზე.

თიბისი კონცეპტის და მცირე და საშუალო ბიზნეს მომხმარებლები წიგნების შესაძენად განსაკუთრებულ პირობები ისარგებლებენ.

‘‘თიბისის მხარდაჭერით Harvard-ის სამი გზამკლვევი ითარგმნა, დღეიდან ქართველი მკითხველი, მენეჯერები და სტუდენტები შეძლებენ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბიზნეს ლიტერატურის ქართულ ენაზე კითხვას. ამ დრომდე ჩვენმა გამომცემლობამ უკვე მოახერხა 9 ბესტსელერის ქართულ ენაზე თარგმნა. ახალ სამეულშია წიგნები რომელიც ეხება პროდუქტიულობას, სტრატეგიას და გუნდის მოტივირებას. წიგნების შერჩევის პროცესზეც თიბისის გუნდთან ერთად ვიმუშავეთ, გვჯერა რომ ეს ის თემებია, რაც დღეს ქართველ მკითხველს აინტერესებს. გვსურს, მადლობა ვუთხრათ ჩვენს მკითხველს, რომელიც აქტიურად ყიდულობს წიგნებს, ჩვენს სარედაქციო გუნდს და მხარდაჭერებს პროექტის უმოკლეს ვადებში განხორციელებისათვის’’ - აკო ახალაია, ბიზნეს მედია საშუალება „მარკეტერის“ დამფუძნებელი.

ეს გამოცემა მნიშვნელოვანია როგორც საერთო საგანმანათლებლო კუთხით, ისე ყველა ასაკის დამწყები თუ უკვე შემდგარი ბიზნესის, ლიდერის, სტარტაპერის, სტუდენტისთვის. ჰარვარდის, ქეისებზე და კვლევაზე ბაზირებული სწავლის მეთოდი, სრულიად გასაგებ და პრაქტიკულ ენაზე ხსნის ურთულეს თეორიებს მენეჯმენტში, ორგანიზაციულ მოწყობაში, ლიდერობაში. ამ მასალის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, რაც თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ათწლეულების განმავლობაში.“ - ნინო ეგაძე, თიბისის ბრენდისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი

ჯეპრა 2002 წლიდან მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე. კომპანია თავის პარტნიორებს და კლიენტებს სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ასრებულ უახლეს მეთოდოლოგიასა და საკუთარი ექსპერტების გამოცდილებაზე დამყარებულ პროფესიონალურ მომსახურებას.

თიბისი ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია და ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივით გამოირჩევა. ბიზნესსაქმიანობის გამარტივებისთვის, თიბისი ბიზნესის სფეროს ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, განათლების გაღრმავებაშიც უწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით, გახდა თიბისი Harvard Business Review-ს ოფიციალური პარტნიორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100