სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში მაღალი ძაბვის ელექტროსადენი აფეთქდა

რუსთავში, კოსტავას გამზირის #7-თან მიწის ქვეშ გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროსადენი აფეთქდა.

აფეთქება მიწის ქვეშ იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზიანდა ასფალტის საფარი და გზაზე მდგარი მსუბუქი ავტომანქანა.

შემთხვევის დროს მძღოლი მანქანაში არ იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და კომპანია ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას" ავარიული სამსახური.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100