ქუთაისში პურის მაღაზია გაქურდეს - წაღებულია პური და ორცხობილები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე პურის მაღაზია “ელვა” გატეხეს. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მაღაზიაში შესვლა კარის გატეხვის შედეგად მოახერხა. ინფორმაციას „ინფოიმერეთი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოპარულია პური და ორცხობილები. “პური და “პეჩენია” წაუღიათ, დღეს დილით როცა მისულან, დახლები სულ ცარიელი დახვედრიათ. შია ხალხს და აბა რას იზამენ?!”, – აცხადებს ადგილობრივი.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარი