სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კობა ხაბაზი: "ეს სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის და მათი თანამზრახველების აქციაა, რომლებიც მზად არიან, რუსულ არმიას შემოუძღვნენ"

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს კობა ხაბაზს დაწყებული აქციების განვითარების დიმენიკა იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ "ორგანიზატორებს კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგება მოუწევთ".

როგორც "პირWელს" დეპუტატმა განუცხადა, "სიტუაციის გამწვავების მიზნით, იგი აგრესიული ფონის კიდევ უფრო მეტად გაზრდას ელის".

ხაბაზმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ "ეს ის საქართველო აღარ არის, სადაც ვინმე პროცესების რუსეთისათვის სასურველი სცენარით განვითარებას დაუშვებს და ყველა ის ვინც კანონს წინ აღუდგება, კანონითვე მკაცრად აგებს პასუხს".

"ფაქტობრივად ეს არის აქცია ლოზუნგით – რუსეთის აგენტებო შეერთდით! დარწმუნებული ვარ, ირაკლი ოქრუაშვილი მოსკოვში საგანგებოდ დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ ყოველგვარი შიდა დაპირისპირებისთვის თავი დაენებებინათ და ერთმანეთის გვერდიგვერდ დამდგარიყვნენ. ეს სერგო ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის, ნინო ბურჯანაძის, ირაკლი ოქრუაშვილის და მათ თანამზრახველთა აქციაა, რომლებიც 1921 წლის ანალოგიურად, მზად არიან, რუსულ არმიას შემოუძღვნენ", - განუცხადა "პირWელს" კობა ხაბაზმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100