სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფეთქება ერევნის ცენტრში: 144 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

144 ადამიანი დაზარალდა, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მომხდარი აფეთქების შედეგად. დაშავებულთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, მიზეზი, გაზით დატუმბული საჰაერო ბურთების აფეთქება გახდა, რაც ანთებულმა სიგარეტმა გამოიწვია.

ინციდენტი რესპუბლიკის მოედანზე, მმართველი რესპუბლიკური პარტიის მიტინგის დროს მოხდა. საჰაერო ბურთები მიტინგის მონაწილე ახალგაზრდებს ეჭირათ ხელში.

როგორც გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, აფეთქების შემდეგ მოედანზე პანიკა დაიწყო, თუმცა მომხდარის მიუხედავად, მიტინგი და კონცერტი კიდევ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.

6 მაისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. გაჩნდა ვერსიაც, რომ მომხდარი, მმართველი პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული დივერსია იყო. ამჟამად, დაზარალებულები საავადმყოფოებში არიან მოთავსებულნი. ისინი უკვე მოინახულა ქვეყნის პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100