სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოზურგეთში, თალაკვაძის ოფისთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა - ის რეანომობილით ბათუმის საავადმყოფოში გადაჰყავთ

გურიაში, ოზურგეთის მაჟორიტარული ოლქის „დაბოქლომების“ დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯაბა ღლონტი დაშავდა.

ამ წუთებში დაშავებული რეანომობილით ბათუმის საავადმყოფოში გადაჰყავთ. მისი მდგომარეობა მძიმეა.
"გურიის მოამბის" ინფორმაციით, ღლონტმა გულის შეტევა მას შემდეგ მიიღო, რაც აქციაზე მისულს "ქართული ოცნების" ადგილობრივი აქტივისტები დაუპირისპირდნენ და მას სიტყვიერი შეურაცხყოდა მიაყენეს.

ღლონტს ოზურგეთის მედალფას კლინიკაში ინფარქტის დიაგნოზი დაუსვეს.

აქციის ორგანიზატორმა მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, თალაკვაძის ბიუროსთამ მისულ აქციის მონაწილეებს ხელისუფლებამ "ქართული ოცნების" ზონდერ ბრიგადები დაახვედრა, რომლებმაც აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი ჯაბა ღლონტს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოაყენეს:

"იმდენად შეუარცხმყოფელი განცხადებები ისმოდა "ქართული ოცნების" პარტაქტივისტებიდან, რომ აქციის ერთ ერთ მონაწილეს, ევროპული საქართველოს ოზურგეთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს, ჯაბა ღლონტს გულის შეტევა დაემართა და ის ახლა სასწრაფოდ ბათუმში გადაგვყავს" - გვითხრა გოგოტიშვილმა.

ცნობისათვის: დღეს "ევროპული საქართველოს" ადგილობრივმა აქტივისტებმა ოზურგეთის მაჟორიტარის და პოარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ოზურგეთის ბიუროს "დაბოლქომება" სცადეს, თუმცა აქციის მონაწილეებს ბიუროსთან პოლიცია და მობილიზებული "ოცნების" მხარდამჭერები დახვდნენ და მათ ამის საშუალება არ მისცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100