სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეხანძრემ ექსტრემალურ სიტუაციაში ამშობიარა ქალი, ქალმა შვილზე უარი განაცხადა - გაინტერესებთ როგორ მოიქცა მეხანძრე?

ეს საოცარი ისტორია ექვსი წლის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. 2011 წლის 14 ნოემბერს სამხრეთ კაროლინის შტატში 911-ზე განხორციელდა ზარი, ქალი ძლიერი მუცლის ტკივილს უჩიოდა და სასწრაფო გამოიძახა. იქაური წესის თანახმად, თუ სახანძრო სამაშველო დანაყოფი უფრო ახლოს იმყოფება, ვიდრე პარამედიკოსთა ჯგუფი, პირველადი დახმარების გასაწევად ისინი მიდიან, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მივა. მეხანძრეებს სპეციალური სამედიცინო კურსებიც აქვთ გავლილი ასეთი შემთხვევებისთვის. სწორედ ასე აღმოჩნდა მეხანძრეთა ჯგუფი დანიშნულების ადგილზე ქალთან, რომელმაც სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს ცხრა თვის ორსული დახვდა სახლში, რომელსაც მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა. პაციენტის სამშობიაროში გადაყვანა ვეღარ ეწრებოდა, ამიტომ ერთ-ერთმა მეხანძრემ, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა, ადგილზე ამშობიარა ქალი.

მშობიარობისას მამაკაცმა ჩვილი უვნებლად, ყველა წესის დაცვით გამოიყვანა დედის ორგანიზმიდან და როდესაც მან ხელში დაიჭირა ახალშობილი, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ გოგონა მისი მომავალი შვილობილი იყო. სამშობიაროში გადაყვანიდან ორი საათის შემდეგ ქალმა ბავშვზე უარი ოფიციალურად განაცხადა, რადგან არ ჰქონდა საშუალება აღეზარდა გოგონა. მარკ ჰადენმა - მეხანძრემ, რომელმაც ქალი ამშობიარა, ბავშვის მეურვეობა მოინდომა და საკუთარ სახლში წაიყვანა, ერთ წელიწადში კი ოფიციალურად იშვილა იგი.

რებეკა ახლა 5 წლისაა, ის საბავშვო ბაღში დადის, სადაც მისი დედობილი ბეტ ჰადენი აღმზრდელად მუშაობს. გოგონას ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს ძმებთანაც, რომლებიც 12 და 14 წლისანი არიან. რებეკას არ უმალავენ იმ ფაქტს, რომ მათი ბიოლოგიური შვილი არ არის, თუმცა საკუთარ შვილებზე არა ნაკლებ უყვართ. გოგონამ ყველა ფაქტი იცის, რაც მის დაბადებას უკავშირდება. ძალიან უყვარს თავისი ოჯახი, სადაც გაიზარდა, განსაკუთრებით კი მამიკო, რომელიც მისი გაჩენის პირველივე წუთებიდან გვერდით ჰყავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100