ჩინეთში ბავშვი სამგლოვიარო ცერემონიაზე გაცოცხლდა
ჩინეთში ერთი თვის ბავშვი კრემაციამდე სულ ცოტა ხნით ადრე გაცოცხლდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით დაწვას გადარჩენილი ბავშვი ჯანმრთელობის პრობლემებით დიბადა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. 2013 წლის 12 ნოემბერს პატარა საავადმყოფოში მოათავსეს, 13 ნოემბერს კი ექიმებმა მისი გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი გასცეს. საბედნიეროდ კრემაციამდე რამდენიმე საათით ადრე, სამგლოვიარო ცერემონიაზე პატარამ ტირილი დაიწყო. როგორც ცნობილია საავადმყოფოს ორი თანამშრომელი, რომლებმაც ბავშვის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს უკვე გათავისუფლებულნი არიან თანამდებობიდან.
აღსანიშნავია, ისიც რომ მსგავსი შემთხვევა 2013 წლის ნოემბერში პოლონეთშიც მოხდა. 56 წლის ადგილობრვი მაცხოვრებელი ისე ძალიან დათვრა, რომ ექიმებს გარდაცვილი ეგონათ და მორგში გაგზავნეს. გვამებით სავსე ოთახში გაღვიძების შემდეგ პოლონელმა მამაკაცმა ისეთი ძლიერი შოკი მიიღო, რომ ღამის კოშმარები აწუხებს, რის გამოც მან ექიმების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ახლა სასამართლოში არკვევს მათთან საქმეებს.
2013 წლის აგვისტოში კი 37 წლის ამერიკელმა ავტომექანიკოსმა შტატ ოჰაიოდან ექიმების გაოცება გამოიწვია. 45 წუთის განმავლობაში მისი გული გაჩერებული იყო, რის შემდეგაც მამაკაცი გაცოცხლდა, 5 დღის შემდეგ კი სრულიად გამოჯანმრთელდა და საავადმყოფიდან გაეწერა. მას შემდეგ ექიმები ამ უცნაურ შემთხვევასა და ავტომექანიკოსის სხეულს იკვლევენ, თუმცა მისი გაცოცხლების ფაქტის ახსნა ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს. სიტუაციას კიდევ უფრო მეტად გაურკვეველს ხდის ის ფაქტი, რომ მამაკაცს გულის არანაირი დაავადება არ აქვს.
2013 წლის მარტში კი ზიმბაბველი მეძავი სექსუალური აქტის დროს გარდაიცვალა, მოგვიანებით კი კუბოში გაცოცხლა, ხმამაღლა აყვირდა და გარშემომყოფნი პანიკაში ჩააგდო.
წყაროები:
http://news.xinhuanet.com/english/china/2013-11/20/c_132904590.htm
http://www.mydaytondailynews.com/news/news/west-carrollton-man-was-dead-for-49-minutes/nZTbx/
http://www.bulawayo24.com/index-id-news-sc-national-byo-27919.html
კომენტარი