ვირუსის დახმარებით კიბო განკურნეს
ოტავას უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს გენოინჟინერული ვირუსის JX-594-ს შექმნა, რომლის მეშვეობითაც განკურნეს კიბოს უმძიმესი ფორმით დაავადებული ექვსი ადამიანი.
ახალი პრეპარატის გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 23 -მა მოხალისემ, რომლებიც კიბოს მძიმე ფორმით იყვნენ დაავადებულნი. ისინი დაყოფილნი იყვნენ 5 ჯგუფად და მათ ორგანიზმში ვირუსის სხვადასხვა დოზები შეჰყავდათ.
ექსპერიმენტის დაწყებიდან 8 დღეში 8 პაციენტიდან 7 -ს იმ ჯგუფში, სადაც მკურნალობა ყველაზე მაღალი დოზით მიდიოდა ინფექცია სიმსივნემდე ჩამოუქვეითდა და გაწოვა დაიწყო, შვიდიდან ექვს პაციენტთან კი ზრდა შეწყვიტა. ამის მიუხედავად. მეცნიერები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ადრეა საუბარი კიბოს საბალოოდ დამარცხებაზე.
კანადის ექსპერიმენტი პირველია ისტორიაში, როდესაც კიბოს მკურნალობისათვის ვირუსი იქნა გამოყენებული. ვირუსი გრძნობს ონკოლოგიურ სიმსივნეს და ახდენს მის დაზიანებას. ამასთან JX-594-ს შეუძლია თვითწარმოქმნა. JX-594-ს აქვს მინიმაური ქმედითი ეფექტები და მისი სიმპტომები მწვავე რესპირატულ დაავადებას გვაგონებს. ვირუსი არ ეხება ჯანმრთელ ქსოვილებს.
კომენტარი