სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეყვარებული, რომელმაც უგანდელ ოლიმპიელს ცეცხლი წაუკიდა, თვითონაც დამწვრობებისგან გარდაიცვალა

BBC-ს ინფორმაციით, უგანდელი ოლიმპიელის, რებეკა ჩეპტეგეის ყოფილი შეყვარებული, რომელმაც ათლეტს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, საავადმყოფოში, თვითონაც დამწვრობებისგან გარდაიცვალა.

ოლიმპიელ ათლეტს, 1-ელ სექტემბერს შეყვარებულმა, დიკსონ ნდიემამ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ჩეპტეგეი 5 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მომხდარის შედეგად დამწვრობები მიიღო ნდიემამაც, რის გამოც მას დღემდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, პარტნიორს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100