მიხეილ სააკაშვილი: „ფრაზა „ჰუმანიტარული დახმარება“ დღეს დავიწყებული გვაქვს“
"გავიხსენოთ, 90-იან წლებში ყველაზე გავრცელებული ტერმინი იყო "ჰუმანიტარული დახმარება" - ეს ხომ დღეს დავიწყებული გვაქვს?
გამოგვიგზავნიდნენ თავიანთ ვადაგასულ ნემსებს, მესამე სამყაროდან შემოსულ არაეფექტიან წამლებს, მათი ბებიების დროინდელ რენტგენის აპარატებს, ჩვენ კი სანაცვლოდ უამრავი მადლობა უნდა გადაგვეხადა. უნდა გვეთხოვა, რომ კიდევ რამეში დაგვხმარებოდნენ...
ყოველივე ეს დასრულდა, ჰუმნიტარული დახმარების სახით აქ არაფერი აღარ შემოდის. ეს კარგიცაა, რადგან დავრწმუნდით, რომ უფასო არაფერი არ არის კარგი, ყველაფერს თავის ფასი აქვს. მთავარია, ისე გავიმართოთ წელში, რომ მისი გადახდა შეგვეძლოს. სწორედ ეს არის მთავარი,"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გორში ახალი საავადმყოფოს გახნის დროს.
კომენტარი