
არ შეიძლება, მკვლელისთვის იმუშაო და მისგან ხელფასი მიიღო - მოსკოვში, სახელმწიფო თეატრის დირექტორი გადადგა
მოსკოვში, მეიერჰოლდის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა, ელენე კოვალსკაიამ თანამდებობა დატოვა.
„მეგობრებო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პროტესტის ნიშნად, ვტოვებ სახელმწიფო თეატრის (ЦИМ) - დირექტორის პოსტს. არ შეიძლება, მკვლელისთვის იმუშაო და მისგან ხელფასი მიიღო.საზოგადოებრივ საწყისებზე წამოწყებულ საქმეებს ბოლომდე მივიყვან...“ - წერს კოვალსკაია სოციალურ ქსელში.
კომენტარი