
m2-ის პირველი სარაგბო ფესტივალი „ლელო არენაზე“ ჩატარდა
26 მაისი, 2018 წელი - კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ რაგბიში საბავშვო ფესტივალი ჩაატარა, რომელსაც „ლელო არენამ“ უმასპინძლა. ფესტივალში მონაწილეობა 11-12 წლის მორაგბეებისგან დაკომპლექსტებულმა 8 გუნდმა მიიღო. მათ შორის იყვნენ: „ლელო“, „აკადემია“, „არმაზი“ „ხარები“, „თბილისი“, „წიქარა“ და „ვეფხვები“. ფესტივალის გამარჯვებული კი გუნდი „ლელო გახდა.
ქართული საკლუბო რაგბის მხარდაჭერა კომპანია m2-მა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ტიყულოვანი რაგბის კლუბის „ლელო სარასენსის“ სპონსორი გახდა. m2-ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის ტრადიციულ სახეს მიიღებს.
კომენტარი