
რონალდუ ტყუპების მამა გახდება
კრიშტიანუ რონალდუ და მისი მეგობარი გოგო, ჯორჯინა როდრიგესი ტყუპს ელოდებიან. ამის შესახებ თავად პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, Instagram-ზე დაწერა. 36 წლის რონალდუს 4 შვილი ჰყავს. კრიშტიანუ ჯუნიორი, რომელიც 2010 წელს დაიბადა და დედამისის ვინაობა უცნობია, ტყუპები ევა და მატეო სუროგატი დედისგან და ალან მარტინი, რომელიც ჯორჯინამ 2017 წელს გააჩინა.
კომენტარი