
შეიარაღებულმა პირებმა სამეგრელოში თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს
ხობი-ფოთის გზაზე შეიარაღებულმა პირებმა თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილი ქობულეთიდან ზუგდიდში, დამაფასოებელ ქარხანაში მიდიოდა. მიკროავტობუსში ორი პირი იჯდა.
მომხდარ ფაქტს შსს-ც ადასტურებს. უწყების ცნობით, საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიკროავტობუსის მძღოლი და მგზავრი უკვე დაკითხვაზე გადაიყვანეს. ავტომობილის გარდა, გამტაცებლებმა მათი პირადი ნივთებიც წაიღეს.
კომენტარი