
ინტერნეტში ორსული მერლინ მონროს ფოტოები გავრცელდა
ბრიტანული გამოცემა Daily Mail სენსაციურ ფოტოებს ავრცელებს ჰოლივუდის სექს-სიმბოლო მერლინ მონროზე, რომელშიც მსახიობის ორსულობა დასტურდება. აღნიშნული ფოტოები 1960 წელსაა გადაღებული და ისინი აქამდე მონროს მეგობართან, ფრიდა ჰალთან ინახებოდა. ახლა კი აუქციონზე თითოეული 2240 დოლარად გაიყიდა. სექს-სიმბოლო ბავშვს მსახიობ ივ მონტანასგან ელოდებოდა. ფირზე აღბეჭდილი მონრო მეორე ტრიმესტრში იმყოფება. მსახიობს მუცელი რამდენიმე კვირაში მოეშალა.
კომენტარი