
სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი ხდება.
სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზა“ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდამჭერი ხდება. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოს ეროვნულსა და ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. მხარდაჭერა გავრცელდება 3 ასაკობრივ - 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებზე. კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ფედერაციის მხრიდან ხელშეკრულებას პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, ხოლო „საქართველოს რკინიგზიდან“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე მოაწერენ ხელს.
კომენტარი