სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მფრინავმა ჰამაკმა სტარტი ხაშურიდან აიღო

მფრინავი ჰამაკი, რომელიც ორი დღის წინ ხაშურის ცენტრში შენიშნეს, დღეს უკვე თბილისში გამოჩნდა. დრონზე ჩამოკიდებულ ჰამაკში, თვითმხილველთა თქმით, რეალური ადამიანი წევს და ბოთლიდან გარკვეულ სასმელს სვამს. სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ მფრინავი ჰამაკი შერეკილების მეორე ნაწილი, ხაშურელი ალადინი ან ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი შედეგია. მისი ფრენის ზუსტი მიზანი ჯერჯერობით უცნობია. ხაშურლებს კი ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ჰამაკის რეკლამაა და წელს გაყიდვები გაეზრდებათ.

დავუკავშირდით თვითმხილველს კონსტანტინე ფანცხავას, რომლის გადაღებულმა ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო.

- თქვენს მიერ გადაღებული ვიდეო პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში, თუმცა, მომხმარებელთა ერთი ნაწილი მას მონტაჟს უწოდებს. სინამდვილეში რამდენად რეალურია ვიდეო?

- რეალურია სრულიად ,არანაირი მონტაჟი არყოფილა , ვიდეო გადავიღე და ავტვირთე სოციალურ ქსელში

- ჰამაკში მართლა ადამიანი წევს? თვითმხილველები ამბობენ იმასაც, რომ ის რაღაცას სვამდა. თქვენ როგორ შენიშნეთ?

- რეალური ადამიანი წევს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რადგან ჩემს ვიდეოში კარგად არ ჩანს მაგრამ ჩემს თვალწინ ის ადამიანი, რომელიც ჰამაკში იწვა და რაღაცას სვამდა, ამასთან მოძრაობდა კიდეც. აგრეთვე მქონდა შესაძლებლობა სახეც დამენახა, ამიტომ გიტასტურებთ რომ „ის ნამდვილი ადამიანი იყო“.

- და მაინც, თქვენი აზრით ვინშეიძლება იწვეს ამ ჰამაკში?

- ეს ნამდვილად არ ვიცი, გავლით ვიყავი მე და უბრალოდ შევესწარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100