სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის საიდუმლო ოფისი მოსკოვში - ინტერნეტში ოლიგარქის აუდიო-ჩანაწერი ვრცელდება

ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო ოფისი მოსკოვში - ამ სათაურით აქვეყნებს Cyber Kmara "ქართული ოცნების" ბიძინა ივანიშვილის ფარული სატელეფონო ჩანაწერს.

ჩანაწერის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მის ასისტენტს, ვალენტინა მოროზოვას ელაპარაკება. youtube-ზე განთავსებულ 9 წუთიან ჩანაწერში, ბიძინა ივანიშვილი მისი სიცოცხლის გახანგრძლივების ექიმისთვის, იულია კრუშანოვასთვის მოსკოვში ბინის შერჩევით თავად იყო დაკავებული.

ამავე ჩანაწერს თან ახლავს ანოტაციაც - მისი გამავრცელებლის თქმით, ეს ფარული აუდიო მასალა ადასტურებს, რომ ივანიშვილს მოსკოვთან კავშირი არასდროს შეუწყვეტია და მას რუსეთის დედაქალაქში საიდუმლო ოფისიც აქვს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სკანდალური ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე ქოუჩინგის რუსული კურსის დეტალებს არკვევს, youtube არხზე 16 ოქტომბერსაც გამოქვეყნდა. 6 წუთიანი მასალა Cyber Kmara-ს სახელით არსებულმა იმ ანგარიშმა გაასაჯაროვა, რომლის მიერ youtube-ზე ატვირთული 6-ივე ვიდეო ივანიშვილს უკავშირდება.

აღნიშნული ვიდრე ფარული აუდიომასალა youtube არხზე გაჩნდებოდა, 2 საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. სუსი წერდა, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, წინასაარჩევნოდ ჩანაწერებს გაავრცელებენ და მის გასაყალბებლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ.

ცნობისთვის, რუს ექიმბაშზე, რომელიც ამტკიცებს, რომ სიცოცხლის გახანგრძლვება შეუძლია, ჟურნალისტური გამოძიება "ტვ პირველის" ეთერშიც გავიდა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა სიცოცხლის გახანგრძლივების რუსი ექიმბაში საქართველოში ჩამოიყვანა. მოსკოვის "ლომონოსოვის უნივერსიტეტის" კურსდამთავრებულ იულია კრუშანოვას საქართველოს მოქალაქეობაც კი მიანიჭეს.

მეტიც, გასულ კვირას, "ქართულ ოცნების" ყოფილმა მხარდამჭერმა ბიზნესმენმა, თქვა, რომ ოლიგარქის ოჯახმა, ექიმბაშისთვის საჩუქებლად იახტაც კი იყიდა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ივანიშვილმა საეჭვო წამლები იულია კრუშანოვას საქართველოდან საიდუმლო სამსახურის საშუალებით ევროპაში უგზავნიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100