"ალანია" თუ "ოსეთი" ?- ე.წ. სამხრეთ ოსეთი შესაძლოა "ალანია" გახდეს
"ალანია" თუ "ოსეთი"
- არ მოვიდა
დრო ნამდვილი
სახელი დავიბრუნოთ?",
- ამ სათაურით,
"ოსრადიო" ვრცელ
სტატიას აქვეყნებს.
ჩვენი რესპუბლიკის
დამოუკიდებლობის განმავლობაში
და რაც
მთავარია ჩვენს
ცნობიერში მნიშვნელოვანი
ცვლილებები მოხდა.
გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან
გამომდინარე, ჩვენ
გავაცნობიერეთ, რომ
ინერტული მასა
არ ვართ,
არამედ ხალხი,
რომელთა გადაწყვეტილებამაც
შესაძლოა, ბევრი
რამ შეცვალოს.
გასაკვირი არ
არის, რომ
დღეს სამხრეთ
ოსეთი უცნობი
რეგიონი კი
არა, ქვეყანაა,
რომლის შესახებ
არამარტო მოსკოვში,
ვაშინგტონშიც იციან,
განსაკუთრებით აგვისტოს
ომის შემდეგ.
ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ატრიბუტები უნდა გვქონდეს: დროშა, გერბი, კონსტიტუცია, სამთავრობო ორგანოები, არმია... ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში მრავალი ტერმინი დამკვიდრდა. თუმცა, ყველაზე მთავარი-სამხრეთ ოსეთია. სახელწოდება
"ოსეთი"
ჩვენს მიერ დარქმეული სახელი არ არის, არამედ რუსეთისა და საქართველოსი. შესაძლოა, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდით,
რომ ეს სახელი უნდა შეგვეცვალა, რადგან ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" მსოფლიოში ჩვენ ერთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი არც ისე აქტუალურია და არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა მოვაგვაროთ, უნდა გვესმოდეს, რომ რიგ საკითხებთან ერთად, ეს საკითხი პარალელურ რეჟიმში უნდა განიხილებოდეს.
"ოსეთი"
თუ "ოვსეთი"-ასეა დასახელებული ჩვენი ქვეყანა, ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში. რუსეთმა შუა საუკუნეებში ჩვენ "იასები" გვიწოდა. მაგალითად, აფხაზები ჩვენ "აფსებს" გვეძახდნენ. მონოლურ პერიოდამდე ჩვენს ქვეყანას ალანია, ხოლო ხალხს კი "ალანებს" ეძახდნენ. თუმცა, მონღოლების დაპყრობის შემდეგ ალანია, როგორც ერთიანი პოლიტიკურ-ტერიტორიული მთლიანობა გაქრა. შედეგად რუსეთს დაავიწყდა ჩვენი ქვეყნის სახელი და საუკუნის შემდეგ ქართველების მიერ მიღებული ტერმინი ფუძნდება.
მოცემულ სიტუაციაში, შესაძლოა ლოგიკური ვიფიქროთ, რომ დრო მოვიდა გამოვიყენოთ სახელი "ალანია", როგორც ეს ჩვენმა ჩრდილოელმა ძმებმა გააკეთეს.
ქართველები
რეალობას გაურბიან, როგორც წარსულ რეალობას ასევე თანამედროვეს. სრული სერიოზულობით მტკიცდება, რომ სამხრეთ ოსეთში ტერმინების ერთი ნაწილი თანამედროვე ქართული წარმომავლობისაა,
ხოლო მეორე ტიპის ტერმინები ძველი ქართულის.
ალბათ, ზნაურის რაიონის სახელწოდებაც ასე აიხსნება. თუმცა, დასახლებამ სახელწოდება ოსი რევილუციონერის ზნაურ აიდაროვის სახელისგან მიიღო. ასევეა სახელები "ცუნარი",
"ვანელი",
"დმენისი"...
ქართველებმა
გააქართულეს
ყველა ოსური დასახელება, საცხოვრებელი პუნქტი. გაქართულების მსხვერპლი არამარტო დასახლებული პუნქტები, არამედ, თავად ოსებიც გავხდით. გაქართულდა ოსური გვარებიც და დაემატა ბოლოში დაბოლოება
"შვილი",
"ძე"
და ასევე პასპორტში ეროვნება "ქართველი",
რადგან ეს მაღალი სოციალური სტატუსის გარანტი იყო. ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, ოსი რეჟისორის ვლადიმერ ვალიშვილის(ვალიევის) მაგალითი, რომელმაც 1947 წელს ვენეციის კინოფესტივალზე დოკუმენტური ფილმისთვის
"უშბა"
პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვალიევი გამოიძახა ქართული მხარის წარმომადგენელმა
გ. მჟავანაძემ და ოსური გვარის შეცვლა შესთავაზა და უთხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს დატოვება მოუწევდა და ფილმების ოსეთში გადაღება.
რა თქმა უნდა, ყველა ტერმინს თავისი წარმომავლობა აქვს აქვს. მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანის სახელია, გემის თუ ქვეყნის. ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩვენი რომელიმე პოლიტიკოსი ამ საკითხს თავის საარჩევნო კამპანიაში შეიყვანს, ისევე როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ ალანიის გაერთიანებას. ჩვენი ქვეყნის დასახელებას, ხომ ისტორიული ფესვები უნდა ჰქონდეს.
კომენტარი