სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი თვეა დაორსულებისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი?

მეცნიერებმა განსაზღვრეს თუ რომელია ბავშვის ჩასახვისთვის საუკეთესო თვე.

12 წლის განმავლობაში 52 მილიონი ორსულის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დეკემბერი აღნიშნული მოვლენისთვის საუკეთესო პერიოდია. ამ თვეში შედარებით უფრო დიდია არამხოლოდ დაორსულების, არამედ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობის შანსებიც.

გარდა ამისა, დეკემბერსა და ასევე იანვარში ჩასახული ბავშვების დედები, ორსულობის პირველ ეტაპზე მზის ენერგიას დიდი რაოდენობით არ იღებენ, რაც ბავშვის ნორმალურ განვითარებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება ბავშვის ჩასახვისთვის ყველაზე შეუფერებელ პერიოდს, ეს გახლავთ ზაფხული.

აღნიშნული კვლევის ავტორები ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერები არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100