
ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 357 591 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 343 734, გარდაიცვალა 5 131 პაციენტი.
კომენტარი