სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა გაბუნია:“ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ მოქალაქემ იგრძნოს ყურადღება იმდენჯერ, რამდენჯერაც მას ჩემისამსახური დასჭირდება.”

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის #19 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ, თემქაზე, 3მ/რ, 5 კვარტალში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასაქმების გეგმაზე და თემქის პოტენციალის განვითარების შესახებ ესაუბრა. ზაზა გაბუნიამ ამომრჩეველს ასევე ის ძირითადი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში პარლამენტში აპირებს.

სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100