სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა - არსებული ცნობით, გოგონა ორსულადაა

იმერეთის რეგიონში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტელეკომპანია” „მაესტრო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მანდატური 40 წლისაა და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, 15 წლის მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა.
განათლების სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მანდატური სამსახურიდან გათავისუფლებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მანდატურს შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს მამაკაცთან პრეტენზია არ აქვს და 40 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონას ცოლად მოყვანას გეგმავს. არსებული ცნობით, 15 წლის მოზარდი ორსულადაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100